---
title: "მუხლი 81. არასრულწლოვანთა განცალკევებით მოთავსება — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/81"
law: "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
article: "81"
identifier: "3708-IIს"
adopted: "2015-06-12"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 81. არასრულწლოვანთა განცალკევებით მოთავსება — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, მუხლი 81 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/81

1. ერთმანეთისგან განცალკევებით უნდა მოთავსდნენ:
ა) ბრალდებული და მსჯავრდებული არასრულწლოვნები;
ბ) მდედრობითი სქესის და მამრობითი სქესის არასრულწლოვნები.

2. დაუშვებელია არასრულწლოვნის სრულწლოვანთან ერთად მოთავსება ან ტრანსპორტირება, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
#
3.
არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში არასრულწლოვანთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ისინი უნდა განთავსდნენ ასაკობრივი ჯგუფის, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ფიზიკური და გონებრივი განვითარების, აგრეთვე არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე სხვა მახასიათებლების მიხედვით.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესის მიუხედავად, სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო, სპორტულ და სხვა ღონისძიებებში სხვადასხვა სქესის არასრულწლოვნები შეიძლება ერთად მონაწილეობდნენ.

5. მდედრობითი სქესის არასრულწლოვანი მსჯავრდებული თავსდება ქალთა სპეციალური დაწესებულების არასრულწლოვანთა განყოფილებაში და მასზე ვრცელდება არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისათვის დადგენილი ნორმები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/80.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/82.md
