---
title: "მუხლი 82. არასრულწლოვნის მკურნალობა — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/82"
law: "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
article: "82"
identifier: "3708-IIს"
adopted: "2015-06-12"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 82. არასრულწლოვნის მკურნალობა — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, მუხლი 82 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/82

1. არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილია რეგულარული სამედიცინო შემოწმებით, საჭირო მკურნალობით, პრევენციული სამედიცინო მომსახურებითა და სპეციალური სამედიცინო ინვენტარით.
#
#
2. არასრულწლოვანი ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას მის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს, არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის კანონიერ წარმომადგენელს და იმ პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელს, სადაც მოთავსებულია არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული. თუ არასრულწლოვანი ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას სამედიცინო პერსონალი შეამჩნევს მას რაიმე ფიზიკურ დაზიანებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღნიშნული პაციენტის მიმართ შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის განხორციელების შესახებ ეჭვს აღუძრავდა, არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო შემოწმება ხორციელდება მისი თანხმობის არსებობის გარეშეც.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3989 – ვებგვერდი, 26.12.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/81.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/83.md
