---
title: "მუხლი 83. არასრულწლოვნის საყოფაცხოვრებო და კვების პირობები — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/83"
law: "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
article: "83"
identifier: "3708-IIს"
adopted: "2015-06-12"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 83. არასრულწლოვნის საყოფაცხოვრებო და კვების პირობები — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, მუხლი 83 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/83

1. არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს სხვა ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან შედარებით გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო და კვების პირობები.

2. არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა შეექმნას მისი მდგომარეობის შესაბამისი კვების პირობები.

3. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებულ არასრულწლოვან მსჯავრდებულს უფლება აქვს, დამოუკიდებლად, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დღის განრიგით დადგენილი წესით, სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად გადაადგილდეს არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების ტერიტორიაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/82.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/84.md
