---
title: "მუხლი 91. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის წახალისების ფორმები — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/91"
law: "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
article: "91"
identifier: "3708-IIს"
adopted: "2015-06-12"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 91. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის წახალისების ფორმები — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, მუხლი 91 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/91

1. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის სანიმუშო ყოფაქცევის, საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის ან/და სამუშაოსადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში ამ დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) გამოყენებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
გ) დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;
დ) დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;
ე) დამატებითი ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;
ვ) დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლების მიცემა;
ზ) დაწესებულების გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლის უფლების მიცემა;
თ) ამანათით ან ფოსტით ისეთი ნივთების, ნივთიერებების ან/და ნაკეთობების მიღების უფლების მიცემა, რომელთა ქონის უფლებაც არასრულწლოვან მსჯავრდებულს დაწესებულებაში, ჩვეულებრივ, არ აქვს, მაგრამ რომლებიც აკრძალული არ არის;
ი) კომპიუტერული თამაშების თამაშის უფლების მიცემა;
კ) აუდიოვიდეოსაშუალებებით სარგებლობის უფლების მიცემა;
ლ)
საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა − დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნივთების, ნივთიერებების ან/და ნაკეთობების სახეობები და რაოდენობები განისაზღვრება დაწესებულების დებულებით.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №949 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის
კანონი №3033
–
ვებგვერდი, 11.07.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/90.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/92.md
