---
title: "მუხლი 94. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ინფორმირება საჩივრის შეტანის უფლების თაობაზე — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/94"
law: "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
article: "94"
identifier: "3708-IIს"
adopted: "2015-06-12"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 94. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ინფორმირება საჩივრის შეტანის უფლების თაობაზე — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, მუხლი 94 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/94

1. პატიმრობის დაწესებულებაში/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაწესებულების უფლებამოსილმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა მისცეს საშუალება, წერილობით გაეცნოს ინფორმაციას თავისი უფლებების (მათ შორის, საჩივრის შეტანის უფლების) და მოვალეობების შესახებ და გასაჩივრების კანონით დადგენილი წესის თაობაზე.

2. წერა-კითხვის არმცოდნე არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს ინფორმაცია ზეპირად უნდა მიეწოდოს. მისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს, რომელსაც არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული ხელმოწერით ადასტურებს.

3. არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს ინფორმაცია  მისთვის გასაგები ფორმით უნდა მიეწოდოს.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №949 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №840 - ვებგვერდი, 03.07.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/93.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/95.md
