---
title: "მუხლი 99. პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდის შემდეგ არასრულწლოვნის მხარდაჭერა და ზედამხედველობა — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/99"
law: "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
article: "99"
identifier: "3708-IIს"
adopted: "2015-06-12"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 99. პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდის შემდეგ არასრულწლოვნის მხარდაჭერა და ზედამხედველობა — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, მუხლი 99 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/99

1. პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდის შემდეგ არასრულწლოვანი, როგორც წესი, კანონიერ წარმომადგენელს ან/და, საჭიროების შემთხვევაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაეცემა.

2. სააგენტო:
ა) კოორდინაციას უწევს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმის შესრულებას პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდიდან არანაკლებ 6 თვის განმავლობაში;
ბ) უზრუნველყოფს პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდის შემდეგ არასრულწლოვნის საზოგადოებაში რეინტეგრაციისათვის მის პრაქტიკულ და ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. (ამოღებულია - 29.11.2019, №5396)
.
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5396 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.
კარი VIII
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
თავი XV
გარდამავალი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/98-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/100.md
