---
title: "მუხლი 3. მოსაკრებლის გადამხდელი — ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28948-bunebrivi-resursebit-sargeblobisatvis-mosakreblebis-shesakheb/3"
law: "ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 28948"
adopted: "2004-12-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. მოსაკრებლის გადამხდელი — ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28948-bunebrivi-resursebit-sargeblobisatvis-mosakreblebis-shesakheb/3

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელია: ა) პირი, რომლის საქმიანობა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ლიცენზირებას; ბ) სახელმწიფო ტყის რესურსებით მოსარგებლე; გ) სპეციალური სარგებლობის ჭრის შედეგად ამოღებული ტყის მერქნული რესურსებით მოსარგებლე; დ) პირი, რომელიც ახორციელებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებას (ბუნებრივი გარემოდან ამოღებას); ე) პირი, რომელიც ზედაპირული წყლების გამოყენებით აკვაკულტურის ნებართვის საფუძველზე ახორციელებს აკვაკულტურის საქმიანობას. [ ვ) პირი, რომელიც ახორციელებს წყლის რესურსებით სპეციალურ სარგებლობას (ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება). (ამოქმედდეს 2027 წლის 1  სექტემბრიდან)] საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4225 - სსმ I, №5, 15.01.2007 წ., მუხ.64 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5238 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.307 საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5950 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6409 – ვებგვერდი, 01.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3426 – ვებგვერდი, 20.07.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28948-bunebrivi-resursebit-sargeblobisatvis-mosakreblebis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28948-bunebrivi-resursebit-sargeblobisatvis-mosakreblebis-shesakheb/4.md
