---
title: "მუხლი 4. მოსაკრებლის ობიექტი — ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28948-bunebrivi-resursebit-sargeblobisatvis-mosakreblebis-shesakheb/4"
law: "ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 28948"
adopted: "2004-12-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. მოსაკრებლის ობიექტი — ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28948-bunebrivi-resursebit-sargeblobisatvis-mosakreblebis-shesakheb/4

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე (ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) არსებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ: ა) სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა); ბ) ტყის რესურსების მოცულობა/რაოდენობა; გ) ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული სახეობების რაოდენობა; დ) წყლის რესურსების მოცულობა (რაოდენობა); ე) ცხოველთა სამყაროს რესურსების მოცულობა (რაოდენობა) . საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4225 - სსმ I, №5, 15.01.2007 წ., მუხ.64 საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5950 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1102 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28948-bunebrivi-resursebit-sargeblobisatvis-mosakreblebis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28948-bunebrivi-resursebit-sargeblobisatvis-mosakreblebis-shesakheb/5.md
