---
title: "მუხლი 7. შეღავათები — ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28948-bunebrivi-resursebit-sargeblobisatvis-mosakreblebis-shesakheb/7"
law: "ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 28948"
adopted: "2004-12-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. შეღავათები — ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28948-bunebrivi-resursebit-sargeblobisatvis-mosakreblebis-shesakheb/7

1. მოსაკრებლებისაგან თავისუფლდება მეტროპოლიტენის, წყალმომარაგების, საკანალიზაციო სისტემების, ინფრასტრუქტურული და საყოფაცხოვრებო დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისას მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა).

2. მოსაკრებელი უმცირდებათ 70 %-ით: ა) იმ ბუნებათმოსარგებლეებს, რომლებიც ეწევიან ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებულ სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო საქ-მიანობას; ბ) აღდგენილი (კვლავწარმოებული) რესურსების მოცულობის (რაოდენობის) ფარგლებში იმ ბუნებათმოსარგებლეებს, რომლებიც საკუთარი სახსრებით ახორციელებენ ბუნებრივი რესურსების აღდგენა-კვლავწარმოებას.

3. პირი, რომელიც ახორციელებს სანიტარიულ ჭრას, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელს იხდის ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით ტყის მერქნიან სახეობათა I კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის 60%-ის ოდენობით.

4. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სოციალური ჭრის შედეგად სათბობი შეშით უზრუნველყოფისას, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კატეგორიის მიუხედავად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით ტყის მერქნიან სახეობათა IV კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობით. საქართველოს 2010 წლის 8 აპრილის კანონი №2918 - სსმ I, №21, 22.04.2010 წ., მუხ.118 საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4678 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1102 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28948-bunebrivi-resursebit-sargeblobisatvis-mosakreblebis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28948-bunebrivi-resursebit-sargeblobisatvis-mosakreblebis-shesakheb/8.md
