---
title: "მუხლი 9. მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება — ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28948-bunebrivi-resursebit-sargeblobisatvis-mosakreblebis-shesakheb/9"
law: "ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 28948"
adopted: "2004-12-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება — ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28948-bunebrivi-resursebit-sargeblobisatvis-mosakreblebis-shesakheb/9

1. ამ კანონით გათვალისწინებული მოსაკრებლების გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები, გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ბ“ და „დ 1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოსაკრებლებისა, რომელთა გადახდის ადმინისტრირებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დაცული ტერიტორიების სააგენტო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აჭარის სატყეო სააგენტო; ბ) (ამოღებულია - 15.12.2021, №1102); გ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლისა, რომლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

2. საგადასახადო ორგანოები ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ადმინისტრირებას ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3604 - სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.356 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4390-ვებგვერდი,17.03 2011წ. საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №5749 – ვებგვერდი, 15.03.2012წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №481 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1667 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5950 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1102 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28948-bunebrivi-resursebit-sargeblobisatvis-mosakreblebis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28948-bunebrivi-resursebit-sargeblobisatvis-mosakreblebis-shesakheb/9-1.md
