---
title: "მუხლი 2 — საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29038-sakartvelos-qopili-umaghlesi-politikuri-tanamdebobis-pirebis-ojakhis-w/2"
law: "საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 29038"
adopted: "2005-03-10"
consolidated_as_of: "2018-07-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2 — საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ

> Text consolidated as of 2018-07-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2018-07-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29038-sakartvelos-qopili-umaghlesi-politikuri-tanamdebobis-pirebis-ojakhis-w/2

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები – საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი; ბ) საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები – საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართვე-ლოს პრემიერ-მინისტრი, რომელთაც უფლებამოსილება შეუწყდათ გადადგომის ან გარდაცვალების გამო; გ) საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის) ოჯახის წევრი – ამ პირის მშობლები, მეუღლე, არასრულწლოვანი ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი (შვილები). თავი II. საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29038-sakartvelos-qopili-umaghlesi-politikuri-tanamdebobis-pirebis-ojakhis-w/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29038-sakartvelos-qopili-umaghlesi-politikuri-tanamdebobis-pirebis-ojakhis-w/3.md
