---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/1"
law: "საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 2905260"
adopted: "2015-07-08"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/1

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს, მის ფუნქციებსა და უფლებამოსილებას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო მოსამსახურის, მათ შორის, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის (შემდგომ – მოსამსახურე), მიერ სამსახურის გავლის წესს, მისი სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის კონტროლისა და ზედამხედველობის ფორმებს და სხვა საკითხებს.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3508 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/2.md
