---
title: "მუხლი 24. ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/24"
law: "საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 2905260"
adopted: "2015-07-08"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/24

1. მოსამსახურეს უფლება აქვს, გამოიყენოს ფიზიკური ძალა, მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ილეთები, საკუთარი თავის ან/და სხვა პირთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად, დანაშაულის აღსაკვეთად, დანაშაულის ჩამდენი პირის დასაკავებლად, თუ არაძალისმიერი მეთოდების გამოყენება ვერ უზრუნველყოფს მოსამსახურის მიერ კანონით განსაზღვრული ფუნქციის შესრულებას.

2. მოსამსახურე ვალდებულია ფიზიკური ძალის გამოყენების შედეგად პირის დაზიანების შესახებ უშუალო უფროსსა და პროკურორს აცნობოს.

3. თუ ფიზიკური ძალა პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ იქნა გამოყენებული, ამის შესახებ იმ მოსამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა, რომელმაც ფიზიკური ძალა გამოიყენა, უშუალო უფროსსა და პროკურორს უნდა აცნობოს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/25.md
