---
title: "მუხლი 27. სამსახურის გავლის წესი — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/27"
law: "საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ"
article: "27"
identifier: "matsne 2905260"
adopted: "2015-07-08"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. სამსახურის გავლის წესი — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/27

1. მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით. აღნიშნული ნორმატიული აქტით სამსახურში მიღების წესი, სამსახურში მიღებისთვის დადგენილი შეზღუდვები და სამსახურის მოხელის კადრების განკარგულებაში აყვანა შეიძლება ამ კანონისგან ან/და სხვა შესაბამისი აქტისგან (აქტებისგან) განსხვავებულად განისაზღვროს.

2. მოსამსახურეს ეკრძალება:
ა) გაფიცვა;
ბ) შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, აგრეთვე მასში მონაწილეობა;
გ) პოლიტიკური გაერთიანების წევრობა;
დ) სახელმწიფო, პროფესიული, კომერციული საიდუმლოების, აგრეთვე კონფიდენციალური ინფორმაციის, შინასამსახურებრივი მონაცემების შემცველი ინფორმაციის, პერსონალური მონაცემებისა და გამოძიების მასალების გამჟღავნება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3397 – ვებგვერდი, 26.09.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1342 – ვებგვერდი, 17.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/28.md
