---
title: "მუხლი 28. სამსახურებრივი შეუთავსებლობა და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/28"
law: "საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ"
article: "28"
identifier: "matsne 2905260"
adopted: "2015-07-08"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. სამსახურებრივი შეუთავსებლობა და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/28

1. სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს  არ აქვს უფლება:
ა) ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა;
ბ) ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა დაწესებულებაში, უცხო ქვეყნის ორგანოში/დაწესებულებაში.

2. სამსახურის  მოხელეს, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირისა, უფლება აქვს, შეთავსებით ეკავოს სხვა თანამდებობა და ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს მხოლოდ იმავე დაწესებულებაში.

3. სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურესა და დამხმარე მოსამსახურეს უფლება აქვთ, ეკავოთ სხვა თანამდებობა და ასრულებდნენ სხვა ანაზღაურებად სამუშაოს იმავე დაწესებულებაში ან სხვაგან, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსი, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.

4. სამსახურის მოხელეს, მათ შორის, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს, არ აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება. მას შეუძლია ფლობდეს მხოლოდ აქციებსა და წილს.

5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ მოსამსახურეებს არ ეზღუდებათ სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების უფლება.
საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №481 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3508 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/29.md
