---
title: "მუხლი 32. მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის წესი — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/32"
law: "საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ"
article: "32"
identifier: "matsne 2905260"
adopted: "2015-07-08"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის წესი — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/32

1. მოსამსახურე სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს:
ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე;
ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება;
გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის გამო;
გ
1
) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან რომელიმე მათგანის სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის გამო;
დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო;
ე) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო;
ვ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო, მისი თანხმობის შემთხვევაში;
ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამო;
თ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო;
ი) მოქალაქეობის შეცვლის გამო;
კ) სხვა დაწესებულებაში გადასვლის გამო;
ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად;
მ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების გამო;
ნ) გარდაცვალების გამო;
ო) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.

2. მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №481 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №762 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/31-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/33.md
