---
title: "მუხლი 35. სამსახურის ვადა წოდების მისანიჭებლად — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/35"
law: "საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ"
article: "35"
identifier: "matsne 2905260"
adopted: "2015-07-08"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. სამსახურის ვადა წოდების მისანიჭებლად — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/35

1. სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდების (გარდა უმცროსი სახელმწიფო სპეციალური წოდებისა) მისანიჭებლად დაწესებულია სამსახურის ვადა.

2. უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მისანიჭებლად სამსახურის ვადა არ წესდება. მოსამსახურეს უმაღლეს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი სამსახურის უფროსის წარდგინებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, ხოლო სამსახურის უფროსს − საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით. ამ წარდგინებისთვის საჭირო ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრს უგზავნის სამსახური.

3. განსაკუთრებული დამსახურებისთვის ან ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით მოსამსახურისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭების უფლება აქვს სამსახურის უფროსს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3508 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №762 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/36.md
