---
title: "მუხლი 36. წახალისების ფორმები — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/36"
law: "საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ"
article: "36"
identifier: "matsne 2905260"
adopted: "2015-07-08"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36. წახალისების ფორმები — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ, მუხლი 36 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/36

1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის მოსამსახურის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა;
გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
დ) სამსახურის სიგელით დაჯილდოება;
ე) სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;
ვ) სამსახურის მედალიონით დაჯილდოება;
ზ) სამსახურის მედლით დაჯილდოება;
თ) მორიგი წოდების ვადამდე მინიჭება;
ი) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
კ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება;
ლ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.

2. მოსამსახურის მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.

3. მოსამსახურის წახალისების უფლება აქვს საამისოდ უფლებამოსილ პირს.

4. პირის მიერ სამსახურისათვის დახმარების გაწევის შემთხვევაში ან სამსახურთან დაკავშირებული სხვა გარემოების გამო, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, პირის ან მისი ოჯახის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა „ე“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებული წახალისების ფორმები.

5. მოსამსახურეთა წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.
საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №481 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1940 - ვებგვერდი, 29.12.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/37.md
