---
title: "მუხლი 37. მოსამსახურის პასუხისმგებლობა — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/37"
law: "საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ"
article: "37"
identifier: "matsne 2905260"
adopted: "2015-07-08"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. მოსამსახურის პასუხისმგებლობა — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ, მუხლი 37 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/37

1. მოსამსახურე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის ჩადენისათვის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული მოსამსახურე თავსდება ან სასჯელს იხდის სხვა სპეცკონტინგენტისგან იზოლირებულად.

3. სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) სასტიკი საყვედური;
დ) სამსახურის სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა;
ე) სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;
ვ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;
ზ) სამსახურიდან დათხოვნა.

4. მოსამსახურის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების და მისი მოხსნის წესს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3508 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/38.md
