---
title: "მუხლი 43. სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებები — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/43"
law: "საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ"
article: "43"
identifier: "matsne 2905260"
adopted: "2015-07-08"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 43. სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებები — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ, მუხლი 43 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/43

1. სამსახური ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ქმნის და იყენებს ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს, აგრეთვე უზრუნველყოფს მათ დაცვას.

2. სამსახურის მიერ გამოყენებული ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებები და მათი გამოყენების მეთოდები არ უნდა ლახავდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არ უნდა აზიანებდეს გარემოს.

3. ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებები გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/42.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/44.md
