---
title: "მუხლი 5¹. სააღმზრდელო საქმიანობის დამატებითი სალიცენზიო პირობები ლიცენზიის მფლობელისა და მაძიებლისათვის — სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29068-saaghmzrdelo-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/5-1"
law: "სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ"
article: "5^1"
identifier: "matsne 29068"
adopted: "2005-03-10"
consolidated_as_of: "2016-06-08"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2016-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5¹. სააღმზრდელო საქმიანობის დამატებითი სალიცენზიო პირობები ლიცენზიის მფლობელისა და მაძიებლისათვის — სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

> Text consolidated as of 2016-06-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2016-07-01.
> Cite as: სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, მუხლი 5¹ (consolidated as of 2016-06-08), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29068-saaghmzrdelo-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/5-1

1. ლიცენზიის მისაღებად/ფლობისთვის ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის მიერ წარდგენილ პროგრამაში აღწერილი უნდა იყოს აღზრდის მეთოდიკა და დღის წესრიგი.

2. (ამოღებულია – 27.12 . 2012, №5650).

3. (ამოღებულია).

4. (ამოღებულია).

5. (ამოღებულია).

6. (ამოღებულია).

7. (ამოღებულია).

8. (ამოღებულია).

9. (ამოღებულია).

10. სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი/მფლობელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს და ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:
ა) უნდა ჰქონდეს ფართობი, რომლის არანაკლებ 6 წლის ვადით ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. იჯარის/ქირავნობის შემთხვევაში ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერით. ფართობი აღსაზრდელთა რაოდენობის შესაბამისად უნდა მოიცავდეს:
ა.ა) საძინებელ ოთახს (ოთახებს);
ა.ბ) სამზარეულოს/სასადილოს;
ა.გ) ტუალეტს (ტუალეტებს), საშხაპეს (საშხაპეებს), პირსაბანს (პირსაბნებს);
ბ) უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა ასაკის შესაბამისი სააღმზრდელო, საგანმანათლებლო, საინფორმაციო და შემეცნებითი დანიშნულების ნივთები;
გ) უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა საჭიროებაზე გათვლილი საძინებელი ინვენტარი;
დ) უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა ერთდროული კვებისათვის საკმარისი სასადილო ფართობი და შესაბამისი ინდივიდუალური ინვენტარი;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელთათვის უნდა ჰქონდეს თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების პირობები;
ვ) უნდა აკმაყოფილებდეს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს.
საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2794 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.66
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4533 - სსმ I, №15, 23.04.2007 წ., მუხ.122
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3533- სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.303
საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5650 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29068-saaghmzrdelo-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29068-saaghmzrdelo-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/6.md
