---
title: "მუხლი 5. სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები — სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29068-saaghmzrdelo-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/5"
law: "სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 29068"
adopted: "2005-03-10"
consolidated_as_of: "2016-06-08"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2016-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები — სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

> Text consolidated as of 2016-06-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2016-07-01.
> Cite as: სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2016-06-08), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29068-saaghmzrdelo-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/5

1. ლიცენზიის მაძიებელმა ლიცენზიის მისაღებად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად ლიცენზიის გამცემს უნდა წარუდგინოს:
ა) (ამოღებულია – 27.12 . 2012, №5650) ;
ბ) სააღმზრდელო პროგრამა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის 5 1 მუხლით და ამავე კანონით დადგენილ დამატებით სალიცენზიო პირობებს;
გ) ინფორმაცია პედაგოგიური პერსონალის რაოდენობის, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის, აგრეთვე ძირითადი და დამატებითი სამუშაო ადგილების შესახებ. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილ მონაცემებს პედაგოგიური პერსონალის თაობაზე უნდა ერთოდეს ლიცენზიის მაძიებლის მიერ შესაბამისი საქმიანობისათვის ლიცენზიის მიღების პირობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრულებები. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის 5 1 მუხლით დადგენილ დამატებით სალიცენზიო პირობებს;
დ) ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შესახებ, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტითა და ამ კანონის 5 1 მუხლით დადგენილ დამატებით სალიცენზიო პირობებს;
ე) შენობა-ნაგებობების გეგმა სართულების მიხედვით.

2. ის შენობა-ნაგებობანი, სადაც უნდა განხორციელდეს სააღმზრდელო საქმიანობა, უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს.

2¹. (ამოღებულია).

3. სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელს/მფლობელს უნდა ჰქონდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ლიცენზიით გათვალისწინებული სააღმზრდელო პროგრამების განსახორციელებლად, რომელიც აღსაზრდელებს უნდა უქმნიდეს შესვენებისა და ფიზიკური განვითარების, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელებს − აგრეთვე თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების პირობებს.

4. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სააღმზრდელო საქმიანობის სტატისტიკური მონაცემები ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი წესით.

5. (ამოღებულია).
საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2794 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.66
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4533 - სსმ I, №15, 23.04.2007 წ., მუხ.122
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3533- სსმ I, №47,05.08.2010 წ., მუხ.303
საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5650 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29068-saaghmzrdelo-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29068-saaghmzrdelo-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/5-1.md
