---
title: "მუხლი 7³. სამართალწარმოება — სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29068-saaghmzrdelo-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/7-3"
law: "სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ"
article: "7^3"
identifier: "matsne 29068"
adopted: "2005-03-10"
consolidated_as_of: "2016-06-08"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2016-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7³. სამართალწარმოება — სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

> Text consolidated as of 2016-06-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2016-07-01.
> Cite as: სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, მუხლი 7³ (consolidated as of 2016-06-08), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29068-saaghmzrdelo-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/7-3

1. ამ კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დადგენილებას ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ იღებს (გამოსცემს) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანო (თანამდებობის პირი).

2. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5650 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29068-saaghmzrdelo-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/7-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29068-saaghmzrdelo-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/8.md
