---
title: "მუხლი 7. სალიცენზიო პირობების ადგილზე შემოწმება — სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29068-saaghmzrdelo-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/7"
law: "სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 29068"
adopted: "2005-03-10"
consolidated_as_of: "2016-06-08"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2016-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. სალიცენზიო პირობების ადგილზე შემოწმება — სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

> Text consolidated as of 2016-06-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2016-07-01.
> Cite as: სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2016-06-08), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29068-saaghmzrdelo-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/7

1. ლიცენზიის მაძიებლის ან ლიცენზიის მფლობელის სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით ლიცენზიის გამცემი, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ლიცენზიის გამცემის მოთხოვნით, უფლებამოსილი არიან, ადგილზე შეამოწმონ ლიცენზიის მაძიებლის ან ლიცენზიის მფლობელის სალიცენზიო პირობები.

2. ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია, შეამოწმოს ლიცენზიის მფლობელი, თუ არსებობს დასაბუთებული ინფორმაცია ლიცენზიის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობების დარღვევის თაობაზე.
საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2794 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.66
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4533 - სსმ I, №15, 23.04.2007 წ., მუხ.122

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29068-saaghmzrdelo-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29068-saaghmzrdelo-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/7-1.md
