---
title: "მუხლი 10. თვითმმართველი ერთეულის მიერ ქონებრივი უფლებების განხორციელების ძირითადი პრინციპები — ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29128-adgilobrivi-tvitmmartveli-erteulis-konebis-shesakheb/10"
law: "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ"
article: "10"
identifier: "1190"
adopted: "2005-03-25"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. თვითმმართველი ერთეულის მიერ ქონებრივი უფლებების განხორციელების ძირითადი პრინციპები — ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29128-adgilobrivi-tvitmmartveli-erteulis-konebis-shesakheb/10

1. თვითმმართველი ერთეულის ორგანოები თვითმმართველი ერთეულის სახელით ახორციელებენ ქონებრივ უფლებებს.

2. თვითმმართველი ერთეულის ქონება შეიძლება მდებარეობდეს როგორც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

3. თვითმმართველი ერთეულის ორგანოები თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ქონებრივ უფლებებს ახორციელებენ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. დაუშვებელია თვითმმართველი ერთეულის ძირითადი ქონების გამოყენება კრედიტორთა მოთხოვნის უზრუნველსაყოფად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29128-adgilobrivi-tvitmmartveli-erteulis-konebis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29128-adgilobrivi-tvitmmartveli-erteulis-konebis-shesakheb/11.md
