---
title: "მუხლი 20¹. თვითმმართველი ერთეულის ქონების საკუთრებაში/სარგებლობაში მიმღები პირის განთავისუფლება დაკისრებული ან/და დასაკისრებელი სანქციებისა და ვალდებულებებისაგან — ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29128-adgilobrivi-tvitmmartveli-erteulis-konebis-shesakheb/20-1"
law: "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ"
article: "20^1"
identifier: "1190"
adopted: "2005-03-25"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20¹. თვითმმართველი ერთეულის ქონების საკუთრებაში/სარგებლობაში მიმღები პირის განთავისუფლება დაკისრებული ან/და დასაკისრებელი სანქციებისა და ვალდებულებებისაგან — ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ, მუხლი 20¹ (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29128-adgilobrivi-tvitmmartveli-erteulis-konebis-shesakheb/20-1

1. თვითმმართველი ერთეულის ქონების საკუთრებაში/სარგებლობაში მიმღები პირი თავისუფლდება შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ინფორმაციის ან/და სხვა დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულები ს 2011 წლის 1 იანვრამდე გამოვლენილი ან/და გამოსავლენი დარღვევის გამო დაკისრებული ან/და დასაკისრებელი პირგასამტეხლოს/საურავის გადახდისაგან.

2. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია განიხილოს თვითმმართველი ერთეულის ქონების საკუთრებაში/სარგებლობაში მიმღები პირის გარკვეული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისაგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა. საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3964-სსმI,№74,24.12.2010 წ., მუხ.445

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29128-adgilobrivi-tvitmmartveli-erteulis-konebis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29128-adgilobrivi-tvitmmartveli-erteulis-konebis-shesakheb/20-2.md
