---
title: "მუხლი 20². თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული ხაზობრივი ნაგებობების სისტემატიზაცია — ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29128-adgilobrivi-tvitmmartveli-erteulis-konebis-shesakheb/20-2"
law: "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ"
article: "20^2"
identifier: "1190"
adopted: "2005-03-25"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20². თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული ხაზობრივი ნაგებობების სისტემატიზაცია — ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ, მუხლი 20² (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29128-adgilobrivi-tvitmmartveli-erteulis-konebis-shesakheb/20-2

1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიების მფლობელი პირები, ასევე წყალმომარაგების განმახორციელებელი და ხაზობრივი ნაგებობების მფლობელი/მოსარგებლე სხვა პირები ვალდებული არიან ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყონ ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მათ სარგებლობაში/მფლობელობაში არსებული ხაზობრივი ნაგებობების მოთხოვნილი ფორმით აზომვა-აღრიცხვა და მონაცემების თვითმმართველი ერთეულისათვის წარდგენა.

2. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებს ინფორმაციის წარსადგენად განუსაზღვროს არანაკლებ 1-წლიანი ვადა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლობისას პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3964-სსმI,№74,24.12.2010 წ., მუხ.445

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29128-adgilobrivi-tvitmmartveli-erteulis-konebis-shesakheb/20-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29128-adgilobrivi-tvitmmartveli-erteulis-konebis-shesakheb/21.md
