---
title: "მუხლი 8. თვითმმართველი ერთეულის ქონების რეგისტრაცია — ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29128-adgilobrivi-tvitmmartveli-erteulis-konebis-shesakheb/8"
law: "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ"
article: "8"
identifier: "1190"
adopted: "2005-03-25"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. თვითმმართველი ერთეულის ქონების რეგისტრაცია — ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29128-adgilobrivi-tvitmmartveli-erteulis-konebis-shesakheb/8

1. სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემული ქონება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირდება ქონების მმართველის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული პროცედურების დასრულებიდან 60 დღის განმავლობაში.

2. საჯარო რეესტრში შეტანილი მონაცემები, ცვლილებები და შესწორებები საჯაროა და უნდა გამოქვეყნდეს. საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3391 - სსმ I, №26 14.07.2006 წ., მუხ.212 საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1892 - სსმ I, №33 09.11.2009 წ., მუხ.211 საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469-ვებგვერდი, 01.04.2011წ. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6383 – ვებგვერდი, 15.06.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29128-adgilobrivi-tvitmmartveli-erteulis-konebis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29128-adgilobrivi-tvitmmartveli-erteulis-konebis-shesakheb/8-1.md
