---
title: "მუხლი 10. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად გამოცხადებული ნორმატიული აქტი — მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2924386-maghalmtiani-regionebis-ganvitarebis-shesakheb/10"
law: "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ"
article: "10"
identifier: "4036-რს"
adopted: "2015-07-16"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად გამოცხადებული ნორმატიული აქტი — მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2924386-maghalmtiani-regionebis-ganvitarebis-shesakheb/10

1. 2016 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 8 ივნისის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24(31), 1999 წელი, მუხ.

121).

2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“  საქართველოს კანონის პირველი–მე-5 და მე-7 მუხლები.

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ვ“ ქვეპუნქტისა და იმავე კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, აგრეთვე ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული (გამოცემული) სხვა, შესაბამისი სამართლებრივი აქტებისათვის მაღალმთიან დასახლებებად ითვლება „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული კანონის დანართით განსაზღვრულ ჩამონათვალში აღნიშნული სოფლები, თემები და  დაბები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2924386-maghalmtiani-regionebis-ganvitarebis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2924386-maghalmtiani-regionebis-ganvitarebis-shesakheb/11.md
