---
title: "მუხლი 7. მთის განვითარების ეროვნული საბჭოს უფლებამოსილებანი — მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2924386-maghalmtiani-regionebis-ganvitarebis-shesakheb/7"
law: "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ"
article: "7"
identifier: "4036-რს"
adopted: "2015-07-16"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. მთის განვითარების ეროვნული საბჭოს უფლებამოსილებანი — მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2924386-maghalmtiani-regionebis-ganvitarebis-shesakheb/7

1. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების მიზნით საბჭო:
ა) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას;
ბ) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პროგრამებს, რომლებიც მიმართულია მაღალმთიან დასახლებებში სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის სხვა დარგების განვითარებისაკენ და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისაკენ;
გ) შესაბამის სამინისტროს რეკომენდაციებს აძლევს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პროგრამების განხორციელების საკითხებზე;
დ) განიხილავს დასახლების მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეტანის/მაღალმთიან დასახლებათა ნუსხიდან ამოღების მიზანშეწონილობის საკითხს;
ე) საქართველოს მთავრობას მიმართავს დასახლების მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეტანის/მაღალმთიან დასახლებათა ნუსხიდან ამოღების წინადადებით;
ვ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, აგრეთვე ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პროგრამები მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2924386-maghalmtiani-regionebis-ganvitarebis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2924386-maghalmtiani-regionebis-ganvitarebis-shesakheb/8.md
