---
title: "მუხლი 8. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი — მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2924386-maghalmtiani-regionebis-ganvitarebis-shesakheb/8"
law: "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ"
article: "8"
identifier: "4036-რს"
adopted: "2015-07-16"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი — მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2924386-maghalmtiani-regionebis-ganvitarebis-shesakheb/8

1. საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განისაზღვრება მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი (შემდგომ – ფონდი).

2. ფონდის განკარგვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით, ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის დადგენილებების გათვალისწინებით.

3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ფონდისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან თანხის გამოყოფის თაობაზე საბჭოს წინადადების საფუძველზე მიმართავს საქართველოს მთავრობას.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №488 – ვებგვერდი, 16.04.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1862/5 – ვებგვერდი, 16.09.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2924386-maghalmtiani-regionebis-ganvitarebis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2924386-maghalmtiani-regionebis-ganvitarebis-shesakheb/9.md
