---
title: "მუხლი 33¹. პერსონალისთვის დადგენილი შეზღუდვა — ზოგადი განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/33-1"
law: "ზოგადი განათლების შესახებ"
article: "33^1"
identifier: "1330"
adopted: "2005-04-08"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33¹. პერსონალისთვის დადგენილი შეზღუდვა — ზოგადი განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 33¹ (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/33-1

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა.

2. მასწავლებელს/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს მოსწავლის მიმართ ძალადობისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ეზღუდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმების უფლება. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესს ადგენს მინისტრი. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5755 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2026 წლის 4 თებერვლის კანონი №1353 - ვებგვერდი, 05.02.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/33-2.md
