---
title: "მუხლი 46. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები — ზოგადი განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/46"
law: "ზოგადი განათლების შესახებ"
article: "46"
identifier: "1330"
adopted: "2005-04-08"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 46. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები — ზოგადი განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 46 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/46

პედაგოგიური საბჭო: ა) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს; ა 1 ) საჭიროების შემთხვევაში, დირექტორთან შეთანხმებით ამტკიცებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას; ბ) სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ამტკიცებს სასწავლო მასალას, მათ შორის, გრიფმინიჭებული, პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას; [ბ) სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, ზოგადი განათლების საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ამტკიცებს სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სასწავლო მასალის ნუსხას; (ამოქმედდეს 2028 წლის 1 სექტემბრიდან)] ბ 1 ) ირჩევს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორს; გ) ირჩევს თავის წარმომადგენლებს სამეურვეო საბჭოში; დ) უფლებამოსილია ვადამდე გადაირჩიოს თავისი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში. საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4042 - სსმ I, №76,27.12.2010წ., მუხ.491 საქართველოს 2011 წლის 3 ივნისის კანონი №4734 - ვებგვერდი, 22 .

0⁶. 2011წ. საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5349 - ვებგვერდი, 06.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4619 - ვებგვერდი, 22.12.2015წ. საქართველოს 2026 წლის 4 თებერვლის კანონი №1353 - ვებგვერდი, 05.02.2026წ. თავი X. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა თვითმმართველობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/45.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/47.md
