---
title: "მუხლი 48. მოსწავლეთა თვითმმართველობის ფუნქციები — ზოგადი განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/48"
law: "ზოგადი განათლების შესახებ"
article: "48"
identifier: "1330"
adopted: "2005-04-08"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 48. მოსწავლეთა თვითმმართველობის ფუნქციები — ზოგადი განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 48 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/48

მოსწავლეთა თვითმმართველობა: ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ; ბ) უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხთან დაკავშირებით; გ) ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში; დ) სკოლის წესდებით დადგენილი წესით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილეობს მოპოვებული გრანტის განკარგვაში; ე) წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს. თავი X 1 . საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3544 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.291 საქართველოს 2011 წლის 2 2 თებერვლის კანონი №4204 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/47.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/48-1.md
