---
title: "მუხლი 51. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ფინანსები — ზოგადი განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/51"
law: "ზოგადი განათლების შესახებ"
article: "51"
identifier: "1330"
adopted: "2005-04-08"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 51. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ფინანსები — ზოგადი განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 51 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/51

1. სკოლის ძირითადი დაფინანსება ხორციელდება ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ ვაუჩერის გაცემით, აგრეთვე ამ კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

2. საჯარო სკოლას უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა არ არის სახიფათო ჯანმრთელობისათვის და არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე. მიღებული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.

3. სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.

4. სკოლას აქვს დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში და ბეჭედი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/50.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/52.md
