---
title: "მუხლი 52². ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებები და ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების სისწორის პრეზუმფცია — ზოგადი განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/52-2"
law: "ზოგადი განათლების შესახებ"
article: "52^2"
identifier: "1330"
adopted: "2005-04-08"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52². ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებები და ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების სისწორის პრეზუმფცია — ზოგადი განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 52² (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/52-2

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეიტანოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი ინფორმაციის დროულად შეუტანლობა შეიძლება გახდეს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით განსახორციელებელი სათანადო მოქმედების შეჩერების ან ამ მოქმედების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველი.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივ აქტებში ასახულ ინფორმაციასა და ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ შესაბამის ინფორმაციას შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში გაითვალისწინება ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემები.

4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლებელია დადგინდეს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის დადასტურების ფორმები. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3443 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/52-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/52-3.md
