---
title: "მუხლი 52. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა — ზოგადი განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/52"
law: "ზოგადი განათლების შესახებ"
article: "52"
identifier: "1330"
adopted: "2005-04-08"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა — ზოგადი განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 52 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/52

1. საჯარო სკოლის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით.

2. დირექტორი უფლებამოსილია გადაუდებელი აუცილებლობისას სამეურვეო საბჭოს თანხმობის გარეშე გადაანაცვლოს ბიუჯეტის ერთი მუხლის სახსრების არა უმეტეს 10%-ისა მეორე მუხლში. ამ ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს მასწავლებელთა ხელფასების შემცირება. სკოლის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში დირექტორი უფლებამოსილია ყოველთვიურად გასცეს თანხები არა უმეტეს გასული წლის ბიუჯეტის 1/12-ის ოდენობით.

3. სამეურვეო საბჭოს თანხმობა აუცილებელია ისეთი გარიგების დადებისას, რომლის ღირებულებაც აღემატება სკოლის ბიუჯეტის 5%-ს.

4. საჯარო სკოლა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგების დოკუმენტებს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65 თავი XI 1 . ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3443 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/51.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/52-1.md
