---
title: "მუხლი 55. სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებები — ზოგადი განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/55"
law: "ზოგადი განათლების შესახებ"
article: "55"
identifier: "1330"
adopted: "2005-04-08"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 55. სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებები — ზოგადი განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 55 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/55

1. სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებები შეიძლება არსებობდნენ კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით.

2. სამინისტრო სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებს აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით, ამტკიცებს მათ წესდებებს, ახორციელებს მათ სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დაწესებულებების ხელმძღვანელებს.

3. სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებები, გარდა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისა, რომლებიც საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით ფინანსდებიან. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65 საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი № 5367 - ვებგვერდი, 24.06.2016წ. საქართველოს 2017 წლის 23 მარტის კანონი №494 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/54.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/56.md
