---
title: "მუხლი 61². მასწავლებელთა სერტიფიცირებიდან მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე გადასვლა — ზოგადი განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/61-2"
law: "ზოგადი განათლების შესახებ"
article: "61^2"
identifier: "1330"
adopted: "2005-04-08"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 61². მასწავლებელთა სერტიფიცირებიდან მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე გადასვლა — ზოგადი განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 61² (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/61-2

1. 2014 წლის ბოლომდე ჩატარებული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგები გათვალისწინებულ იქნეს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.

2. ამ კანონის 21 3 მუხლით მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილი მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოთ: ა) 2015 წლის 1 იანვრამდე მოქმედ მასწავლებელს; ბ) 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებულ პირს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებელი/პირი უფლებამოსილია დაიწყოს მასწავლებლად მუშაობა. 2023 წლის ბოლომდე მასწავლებლად მუშაობის დაწყების უფლება აქვს აგრეთვე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელმაც მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი.

4. პირი, რომელიც 2018−2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართული არ არის, ჩაითვალოს მასწავლებლობის მაძიებლად.

5. პირი, რომელიც ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, უფლებამოსილია დარეგისტრირდეს მასწავლებლობის მაძიებლად. საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის კანონი №2822 - ვებგვერდი, 15.12.2014წ. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4583 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №102 - ვებგვერდი, 05.01.2017წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3243 – ვებგვერდი, 10.08.2018წ. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4204 – ვებგვერდი, 13.06.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/61-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/61-3.md
