---
title: "მუხლი 63⁴. სახელობო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება — ზოგადი განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/63-4"
law: "ზოგადი განათლების შესახებ"
article: "63^4"
identifier: "1330"
adopted: "2005-04-08"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 63⁴. სახელობო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება — ზოგადი განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 63⁴ (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/63-4

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც 2010 წლის 1 სექტემბრისთვის ახორციელებს სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობას, უფლებამოსილია სახელობო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა მიერ ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე განახორციელოს აღნიშნული საგანმანათლებლო საქმიანობა. დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სახელობო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება 2010 წლის 1 სექტემბრის შემდეგ. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/63-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/63-5.md
