---
title: "მუხლი 63⁷. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურისათვის წასაყენებელი მოთხოვნები — ზოგადი განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/63-7"
law: "ზოგადი განათლების შესახებ"
article: "63^7"
identifier: "1330"
adopted: "2005-04-08"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 63⁷. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურისათვის წასაყენებელი მოთხოვნები — ზოგადი განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 63⁷ (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/63-7

1. ამ კანონის 48 1 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურად 2018 წლის 15 სექტემბრამდე დანიშნულ პირზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური უნდა იყოს ნასამართლობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 20 წელი, აქვს სრული ზოგადი განათლება, იცის სახელმწიფო ენა, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად აქვს შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გავლილი აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსები, რომლებიც სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად ითვალისწინებს მოსწავლის/სტუდენტის ასაკობრივი განვითარების კანონზომიერებებს, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის პროფესიულ ვალდებულებებსა და ღირებულებებს. საქართველოს 2018 წლის 13 ივნისის კანონი №2523 - ვებგვერდი, 29.06.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/63-6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/63-8.md
