---
title: "მუხლი 3. გეგმის — კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2927773-kompaniis-narchenebis-martvis-gegmis-gankhilvisa-da-shetankhmebis-wesi/3"
law: "კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ"
article: "3"
identifier: "211"
adopted: "2015-08-04"
consolidated_as_of: "2026-01-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. გეგმის — კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-01-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2026-01-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2927773-kompaniis-narchenebis-martvis-gegmis-gankhilvisa-da-shetankhmebis-wesi/3

შინაარსი
1. 
	გეგმა შედგება შესავალი, აღწერილობითი და დასკვნითი ნაწილებისაგან.

2. შესავალი ნაწილი უნდა შეიცავდეს დაინტერესებული პირის შესახებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) 
	სრული სახელწოდება;
ბ) 
	სამართლებრივი ფორმა;
გ) 
	იურიდიული მისამართი, მათ შორის, ფილიალის/წარმომადგენლობის მისამართი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) 
	რეგისტრაციის თარიღი;
ე) 
	საიდენტიფიკაციო ნომერი;
ვ) 
	ხელმძღვანელის და გარემოსდაცვითი მმართველის სახელი, გვარი, ელექტრონული  ფოსტის მისამართი, ტელეფონისა და ფაქსის ნომრები;
ზ) 
	საქმიანობის დეტალური აღწერა.

3. აღწერილობითი ნაწილი უნდა შეიცავდეს წლის განმავლობაში წარმოქმნილი თითოეული სახეობის ნარჩენების შესახებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) 
	ნარჩენის კოდი და დასახელება ,,სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ” მთავრობის დადგენილების შესაბამისად;
ბ) 
	ფიზიკური მდგომარეობა;
გ) 
	ნარჩენების რაოდენობა;
დ) 
	სახიფათო ნარჩენის შემთხვევაში - მისი განმსაზღვრელი მახასიათებელი, კოდექსის III დანართის შესაბამისად.

4. დასკვნითი ნაწილი უნდა შეიცავდეს ნარჩენების მართვის შესახებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) 
	ნარჩენების პრევენციისა და აღდგენისთვის განსახორციელებელ ღონისძიებები;
ბ) 
	წარმოქმნილი ნარჩენის შეგროვების და ტრანსპორტირების მეთოდები;
გ) 
	სეპარირების მეთოდის აღწერა, განსაკუთრებით - სახიფათო ნარჩენების სხვა ნარჩენებისგან განცალკევების შესახებ;
დ) 
	წარმოქმნილი ნარჩენების დროებითი შენახვის მეთოდები და პირობები;
ე) 
	ნარჩენების დამუშავებისთვის გამოყენებული მეთოდები, დამუშავების ოპერაციის კოდის მითითებით – კოდექსის I და II დანართების მიხედვით;
ვ) 
	სახიფათო ნარჩენების უსაფრთხო მართვისათვის ზომებისა და მომუშავე პერსონალის შესაბამისი სწავლების ღონისძიებები;
ზ) 
	იმ პირის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც გადაეცემა ნარჩენები შეგროვების, ტრანსპორტირების ან/და  დამუშავების მიზნით, შესაბამისი ნებართვის ან/და რეგისტრაციის მონაცემების მითითებით.

5. თუ გეგმა გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ვადით, ნარჩენების  შესახებ ინფორმაცია  უნდა მიეთითოს წლების მიხედვით, ცალ-ცალკე, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

6. გეგმის განხილვისა და შეთანხმების პროცესში სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს  სხვა დამატებითი ინფორმაცია ან/და მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №2-476 - ვებგვერდი, 04.08.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2927773-kompaniis-narchenebis-martvis-gegmis-gankhilvisa-da-shetankhmebis-wesi/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2927773-kompaniis-narchenebis-martvis-gegmis-gankhilvisa-da-shetankhmebis-wesi/4.md
