---
title: "მუხლი 4. გეგმის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება — კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2927773-kompaniis-narchenebis-martvis-gegmis-gankhilvisa-da-shetankhmebis-wesi/4"
law: "კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ"
article: "4"
identifier: "211"
adopted: "2015-08-04"
consolidated_as_of: "2026-01-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. გეგმის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება — კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-01-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2026-01-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2927773-kompaniis-narchenebis-martvis-gegmis-gankhilvisa-da-shetankhmebis-wesi/4

1. გეგმა თანხმდება სააგენტოსთან. სააგენტო განიხილავს წარმოდგენილ გეგმას და თანხმობის შემთხვევაში წერილობით აცნობებს დაინტერესებულ პირს მისი შეთანხმების შესახებ.

2. გეგმის განხილვისა და შეთანხმების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.

3. იმ შემთხვევაში, თუ გეგმა ან/და თანდართული დოკუმენტები არ შეიცავს ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას ან/და წარმოდგენილია მითითებულ მოთხოვნათა დარღვევით ან/და არ შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სააგენტო წერილობით აცნობებს დაინტერესებულ პირს აღნიშნულის თაობაზე და შენიშვნების გათვალისწინებისთვის განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 30 დღისა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჩერდება ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება.

4. თუ დაინტერესებული პირი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დაზუსტებულ გეგმას ან/და შესაბამის დოკუმენტაციას, სააგენტო წარმოდგენილ გეგმას დატოვებს განუხილველად.

5. სააგენტო უფლებამოსილია მოაწყოს გეგმის განხილვა დაინტერესებულ პირთან ერთად. გეგმის განხილვისას ასევე შესაძლებელია მოწვეულ იქნეს იმ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, სადაც დაინტერესებული პირი საქმიანობას ეწევა.

6. მოთხოვნის შემთხვევაში გეგმა ხელმისაწვდომი უნდა იყოს კოდექსით უფლებამოსილი პირებისთვის.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №2-476 - ვებგვერდი, 04.08.2025წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2026 წლის 23 იანვრის ბრძანება №2-18 - ვებგვერდი, 26.01.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2927773-kompaniis-narchenebis-martvis-gegmis-gankhilvisa-da-shetankhmebis-wesi/3.md
