---
title: "მუხლი 11. სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების ოფიციალური საქმისწარმოების ენა — სახელმწიფო ენის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/11"
law: "სახელმწიფო ენის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 2931198"
adopted: "2015-07-22"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების ოფიციალური საქმისწარმოების ენა — სახელმწიფო ენის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ენის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/11

1. სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები ოფიციალურ საქმისწარმოებას ახორციელებენ სახელმწიფო ენაზე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებს შორის ურთიერთობა და მიმოწერა სახელმწიფო ენაზე ხორციელდება.

3. სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებებს, საჩივრებსა და წინადადებებს იღებენ, განიხილავენ და პასუხს სცემენ სახელმწიფო ენაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

4. იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები უფლებამოსილი არიან, დაადგინონ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული წესი, რომელიც გულისხმობს, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული უმცირესობისთვის მიკუთვნებული პირის მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოში ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე წარდგენილი განცხადების, საჩივრის, მასზე გაცემული პასუხის თარგმნას. ამასთანავე, ოფიციალური ძალა მხოლოდ შესაბამისი ტექსტის დედანს აქვს.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6871 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/12.md
