---
title: "მუხლი 12. სამართალშემოქმედებისა და საკანონმდებლო საქმიანობის ენა — სახელმწიფო ენის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/12"
law: "სახელმწიფო ენის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 2931198"
adopted: "2015-07-22"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. სამართალშემოქმედებისა და საკანონმდებლო საქმიანობის ენა — სახელმწიფო ენის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ენის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/12

1. ნორმატიული აქტი უნდა მომზადდეს და გამოქვეყნდეს ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ნორმატიული აქტი შეიძლება არასახელმწიფო ენაზედაც გამოქვეყნდეს, მაგრამ ასეთ ტექსტს ოფიციალური ძალა არა აქვს.

2. იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, მუნიციპალიტეტის ორგანო, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მის მიერ მიღებული ნორმატიული აქტის ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე თარგმნას. ამასთანავე, ოფიციალური ძალა მხოლოდ შესაბამისი ტექსტის დედანს აქვს.

3. საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივის წესით კანონპროექტი და საკანონმდებლო წინადადება ქართულ ენაზე წარედგინება.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6871 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/13.md
