---
title: "მუხლი 20. ოფიციალური ღონისძიების ენა — სახელმწიფო ენის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/20"
law: "სახელმწიფო ენის შესახებ"
article: "20"
identifier: "matsne 2931198"
adopted: "2015-07-22"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. ოფიციალური ღონისძიების ენა — სახელმწიფო ენის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ენის შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/20

1. სახელმწიფო ორგანოს, მუნიციპალიტეტის ორგანოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს ოფიციალური ღონისძიება ტარდება სახელმწიფო ენაზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. თუ ოფიციალურ ღონისძიებაზე გამომსვლელი არასახელმწიფო ენას იყენებს, მისი გამოსვლა სახელმწიფო ენაზე ითარგმნება.

2. იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, ადგილობრივი მნიშვნელობის ოფიციალური ღონისძიება (გარდა მუნიციპალიტეტის ორგანოს სხდომისა) შეიძლება ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე ჩატარდეს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ჩასატარებელ საერთაშორისო ოფიციალურ ღონისძიებაზე.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6871 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
თავი VI
საკუთარი სახელის და სხვა სახელწოდების ენა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/21.md
