---
title: "მუხლი 22. სახელის, მამის სახელისა და გვარის დაწერილობა — სახელმწიფო ენის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/22"
law: "სახელმწიფო ენის შესახებ"
article: "22"
identifier: "matsne 2931198"
adopted: "2015-07-22"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. სახელის, მამის სახელისა და გვარის დაწერილობა — სახელმწიფო ენის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ენის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/22

1. საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის სახელის, მამის სახელისა და გვარის ოფიციალური რეგისტრაცია ხორციელდება სახელმწიფო ენაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სახელი, მამის სახელი და გვარი სახელმწიფო ენიდან სხვა ენაზე და სხვა ენიდან სახელმწიფო ენაზე შესაბამისი სალიტერატურო ენის ნორმებით დადგენილი ტრანსლიტერაციის წესების დაცვით გადმოიცემა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/23.md
