---
title: "მუხლი 23. „სახელმწიფო ორგანოს, მუნიციპალიტეტის ორგანოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს სახელწოდების ენა — სახელმწიფო ენის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/23"
law: "სახელმწიფო ენის შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 2931198"
adopted: "2015-07-22"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. „სახელმწიფო ორგანოს, მუნიციპალიტეტის ორგანოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს სახელწოდების ენა — სახელმწიფო ენის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ენის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/23

1. სახელმწიფო ორგანოს, მუნიციპალიტეტის ორგანოს ოფიციალური სახელწოდება იქმნება და გამოიყენება სახელმწიფო ენაზე. ეს სახელწოდება სახელმწიფო ენასთან ერთად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთ-ერთ არასახელმწიფო ენაზედაც, ხოლო იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, – აგრეთვე ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე.

2. დაწესებულების, ორგანიზაციის სახელწოდება სახელმწიფო რეესტრში სახელმწიფო ენაზე შეიტანება.

3. კერძო სამართლის იურიდიული პირის სახელდება ხდება  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ სახელწოდებათა შესაბამის ნორმებთან შეუსაბამობა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის რეკომენდაციის შესაბამისად უნდა გასწორდეს.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6871 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
თავი VII
საჯარო ინფორმირებისა და მასობრივი ინფორმაციის
საშუალებათა ენა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/24.md
