---
title: "მუხლი 25. საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილ წარწერათა წარმოდგენა და განლაგება — სახელმწიფო ენის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/25"
law: "სახელმწიფო ენის შესახებ"
article: "25"
identifier: "matsne 2931198"
adopted: "2015-07-22"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილ წარწერათა წარმოდგენა და განლაგება — სახელმწიფო ენის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ენის შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/25

1. საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილი წარწერის სახელმწიფო ენაზე წარმოდგენა სავალდებულოა.

2. საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილი წარწერის არასახელმწიფო ენაზე (მათ შორის, ეროვნული უმცირესობის ენაზე) წარმოდგენის წესს შეიმუშავებს და ამტკიცებს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.

3. ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში ოფიციალური სახელწოდების სახელმწიფო და არასახელმწიფო ენებზე გადმოცემისას სახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი თავსდება წინ (მარცხნივ ან ზევით), ხოლო არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი – შემდეგ (მარჯვნივ ან ქვევით).

4. ოფიციალური სახელწოდების ქართულ, აფხაზურ და არასახელმწიფო ენებზე  გადმოცემისას ქართული ტექსტი თავსდება წინ (მარცხნივ ან ზევით), აფხაზური ტექსტი – ცენტრში, ხოლო არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი – შემდეგ (მარჯვნივ ან ქვევით).

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულისაგან განსხვავებულ შემთხვევაში სახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტის წინ (მარცხნივ ან ზევით) თავსდება.

6. არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტის სახელმწიფო ენაზე შესრულებულ ტექსტთან ერთად გამოყენებისას არასახელმწიფოენოვანი ტექსტის შრიფტი სახელმწიფოენოვანი ტექსტის შრიფტზე დიდი არ უნდა იყოს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/26.md
