---
title: "მუხლი 26. საცნობარო მასალის ენა — სახელმწიფო ენის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/26"
law: "სახელმწიფო ენის შესახებ"
article: "26"
identifier: "matsne 2931198"
adopted: "2015-07-22"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. საცნობარო მასალის ენა — სახელმწიფო ენის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ენის შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/26

1. სახელმწიფო ორგანოს, ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ საქართველოში გასავრცელებლად საცნობარო მასალა, როგორც წესი, სახელმწიფო ენაზე გამოიცემა (ქვეყნდება).

2. არასახელმწიფოენოვან საცნობარო მასალას უნდა ახლდეს თარგმანი სახელმწიფო ენაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მასალა  მხოლოდ არასახელმწიფოენოვანი მომხმარებლისთვისაა გათვალისწინებული.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/27.md
